გალაქტიკა არის ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი აირის, მტვრისა და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკის დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% უცნობ შავ მატერიაზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა: ელიფსური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.
უმთვარო ღამით მოწმენდილ ცაზე ყველას უნახავს სუსტად მნათი მოცისფრო-მოთეთრო ნისლის მსგავსი ზოლი, რომელიც ცას კიდიდან კიდემდე გასდევს.ამ ზოლს ჩვენმა წინაპრებმა
,, ირმის ნახტომი ”,ხოლო ძველმა ბერძნებმა ,, რძის წრე” უწოდეს. დღეს მას ირმის ნახტომის გალაქტიკას ან ჩვენს გალაქტიკას ვუწოდებთ.ის გადის ორიონის, პერსევსის,კასიოპეას,გედის,არწივის,მშვილდოსნის, კენტავრის და კილის თანავარსკვლავედებზე. როდესაც გალილეიმ 1610 წელს თავისი უმარტივესი ტელესკოპი ირმის ნახტომისაკენ მიმართა,მან ურიცხვი ვარსკვლავი დაინახა.ისინი ძალზე მჭიდროდ განლაგებულნი ჩანან-ერთმანეთს ძალზე მცირე ხილული კუთხით არიან დაშორებულნი.კაშკაშა ვარსკვლავებიც, უმეტესად ,ირმის ნახტომის სიახლოვეს არიან განლაგებულნი.
ირმის ნახტომი, არის გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს, დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი. გალაქტიკა წარმოადგენს ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100
000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 kg. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისო აირის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე. 2004 წელს ირმის ნახტომის ასაკი დაადგინეს
13.6მლრდ.წელი.იგი დიდი აფეტქების მერე მალევე გაჩნდა.
ირმის ნახტომი ეკუთვნის სპირალურ გალაქტიკებს, რაც ნიშნავს რომ მას გააჩნია სპირალური მკლავები. ყოველი მკლავი წარმოადგენს ლოგარითმულ სპირალს 12
გრადუსიანი დახრით. ამ
რამდენიმე ხნის წინათ ითვლებოდა,რომ ირმის ნახტომს 4 მკლავი აქვს,მაგრამ 2008 წელს
ვინსკონსკის უნივერსიტეტის ასტრონომებმა დაადგინეს,რომ სულ 2 ირმის ნახტომს სულ 2 მკლავი
აქვს,დანარჩენი 2 კი უბრალოდ ვიწრო განშტოებებია.ამავე უნივერსიტეტის მკვლევარმა
რობერტ ბენჟამინმა განაცხადა,რომ დღეს ისინი თავიდან იკვლევენ გალაქტიკას ინრაწიტელ ტელესკოპ „სპიტცერის“ მეშვეობით.ინფრაწიტელი
ტელესკოპი იძლევიან საშუალებას აირმტვერიანი ღრუბლებს შორის ჩაიხედოს და აღბეჭდოს მიუწვდენელი
ადგილები.მაშასადამე,ირმის ნახტომი არის სპირალისებური გალაქტიკა,რომელსაც 2 მკლავი
აქვს.მის მკლავებში დიდი ოდენობითაა წყალბადი,ასევე აქ„იბადება“ ახალი ვარსკვლაბვები,რომლებიც
თანდათანობით გალაქტიკის დისკისკე ინაცვლებენ ადგილს.თუმცა ახალი დაბადებული მასიური
ვარსკვლავები ვერ ასწრებენ გადასვლას,რომ მალევე ქრებიან.ამიტომაცაა,რომ ირმის ნახტომის
მკლავები ტოველთვის მოკაშკაშე ჩანს.ძირითადად კი გალაქტიკაში არც ისე მასიური ვარსკლავები
ხვდება.
ირმის ნახტომის ძირითადი ნაწილი მშვილდოსნის თანავარსკვლავედში
მდებარეობს.ეს ადგილი გარემოცულია აირმტვრიანი ღრუბლებით,რომლის იქით არაფერი ჩანდა.თუმცა
ახალი რადიოტელესკოპების მეშვეობით შესძლეს მისი შესწავლა და აღმოჩნდა,რომ ცენტრში
მოთავსებულია დიდი მასა,რომელიც მზის მასას რამდენიმე მილიონინჯერ აღემატება.ეს დიდი
რადიოწყაროა,რომელსაც „მშვილდოსანი-A“ დაარქვეს.ყველაზე მისაღები ახსნას ამ მოვლენისა არის
ის,რომ გალაქტიკის ცენტრში არის შავი ხვრელი,რომელიც ახლა არ გამოირცევა დიდი აქტიურობით,მასში
ნივტიერება მწირედ ჩაედინება.თუმცა არ არის გამორიცხული,რომ ეს ზონა გააქტიურდება და
მაშინ ირმის ნახტომი აქტიურ გალაქტიკათა რიცხვში შევა.
გამა-გამოსხივების ბურთები |
ირმის ნახტომის ირგვლის არის რამდენიმე ჯუჯა გალაქტიკა,მათ შორის დიდი და პატარა მაგელანის ღრუბელი-რომლებიც შეერთებულია ჩვენს გალაქტიკასთან წყალბადის ერთვგავრი ხიდით.ეს ხიდი წარმოადგენს ნივთიერებათა დინებას,რომელსაც „მაგელანის დინებას“ ეძახიან.ჩვენი გალაქტიკა შთანთქავს ჯუჯა გალაქტიკებს,მაგალითად სიგატირიუსი.ისიც აღსანიშნავია,რომ ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკები სულ ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობენ,რაც სავარაუდოდ 3მლრდ წლის შემდეგ მათ შეჯახებასა და შერწყმას გამოიწვევს და შეიქმნება დიდი ელიპსური გალაქტიკა.